ასპინძის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი 5 მილიონ 306 ათასი ლარით განისაზღვრა, რომელიც მერიაში განსახილველად უკვე გადაიგზავნა. ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 520 ათასი ლარით გაზრდილია, როგორც საკრებულოში განმარტავენ მიზეზი ინფრასტრუქტურული პროექტების მატებაა – საკითხი გუშინ საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და მხარიც დაუჭირეს.
2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება მათ შორის წყლის სისტემების მშენებლობა, რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა.