პირველ დეკემბრამდე გრიპის საწინააღმდეგო აცრა უფასო იქნება

November 23, 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა უფასოდ პირველ დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი. ვაქცინის გაკეთება 6 თვის ასაკიდან  საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, მოქალაქეების აქტიურობა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე დაბალია და ამ დროისთვის მხოლოდ 95 ათასამდე დოზაა გამოყენებული.

“ოქტომბრის შუა რიცხვებიდან გრიპის ვაქცინა განსაზღვრული იყო რისკ ჯგუფებისთვის. აღნიშნული ჯგუფები თავდაპირველად შედარებით შეზღუდული იყო, მაგრამ შემდეგ კიდევ უფრო გავაფართოვეთ. სამწუხაროდ, არ მოვიდა ბევრი მოქალაქე, ისევე როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე არ არის მოტივირებული საზოგადოება. დახარჯულია 95 ათასამდე დოზა, შესყიდული კი 200 ათასი დოზა გვაქვს,” – განაცხადა გამყრელიძემ