ვისზე გავრცელდება ე. წ. “მწვანე ბარათები”

November 23, 2021

კოვიდვაქცინაციის, PCR ან სწრაფი ტესტის და კოვიდის გადატანის მაიდენტიფიცირებელი ე.წ. “მწვანე ბარათი” 1-ლი დეკემბრიდან ყველა სრულწლოვანი მოქალაქესთვის იქნება სავალდებულო.

სხვადასხვა დაწესებულებასა თუ ობიექტში შესვლისთვის 18 წლამდე მოქალაქეებისთვის ბარათის წარდგენა სავალდებულო არ იქნება, ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებში, კინოთეატრებში გასართობ ცენტრებში და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, 1-ლი დეკემბრიდან ე. წ. “მწვანე ბარათის” გარეშე შესვლა შეიზღუდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება ობიექტის მეპატრონე, ინდმეწარმე 2 000 და იურიდიული პირი 10 ათასი ლარით.