წალკის წყალსაცავზე თევზჭერასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები მოხსნილია- ინფორმაცია ჩვენს რედაქციას 9 ნოემბერს გარეომოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მიაწოდა.
წალკის წყალსაცავზე დიდი რაოდენობით თევზის დახოცვის გამო, თევზაობა ამ ზაფხულში აიკრძალა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღებული სინჯების მიხედვით თევზს ბაქტერიული დაავადება აერომონოზი დაუდგინდა.

თევზჭერის უფლების აღდგენა განსაკუთრებით სასიხარულო იმ მეთევზეებისთვის აღმოჩნდა, რომლებიც ოჯახს თევზაობით არჩენდნენ და აკრძალვის გამო ბოლო 3 თვეა ვეღარ თევზაობდნენ.
წალკის წყალსაცავზე თევზჭერის ლინციენზიის მფლობელს თევზის მოპოვება სახელმწიფო უწყებებმა ივლისში აუკრძალეს.

ჩვენი რედაქცია თემით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მეთეევზეებმა დახმარება და საკითხის გარკვევა გვთხოვეს. ჩვენ შეკითხვებით გარემოს ზედამხედველობის სამსახურს დავუკავშირდით, რამდენიმე საათში კი წყალსაცავის ლიცენზიანტმა თევზჭერის უფლება მიიღო.

წალკის წყალსაცავზე თევზაობას მეთევზეები, ტბის გაყინვამდე შეძლებენ.