ასპინძის მერია, “ასპინძობა 2024”-ის აღსანიშნად, 20 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. ტენდერი უკვე გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ რომელიც სახელმწიფო შესყიდვას მიიღებს, 20 აპრილს, ასპინძის ცენტრში უნდა მოაწყოს გარემო, სცენა, დაიქირავოს პერსონალი, დაამზადოს ბრენდირებული მაისურები, ქუდები, ყვავილები და ა.შ.
სახალხო ღონისძიება, ასპინძაში 1770 წლის 20 აპრილს მომხდარ ასპინძის ბრძოლის დღეს ეძღვნება.
წინადადებების მიღება 24-26 მარტს იწარმოებს.