ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
“თავფარავნელი ჭაბუკი ასპანას ქალსა ჰყვარობდა” – ძველი ხალხური ბალადა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ “ასფარას” უკავშირდება. სოფელი ფარავნის ტბის დასავლეთ ნაპირზე, ზღვის დონიდან 2 080 მეტრზე მდებარეობს.
აღნიშნული სოფლის მთლიანად შესყიდვას და “ოაზისად”ქცევას ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ჯერ კიდევ 2019 წელში გეგმავდა – ამის შესახებ ის “სამხრეთის კარიბჭესთან” საუბრობდა. მიტროპოლიტი ხაზს უსვამდა სოფლის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას და აღნიშნავდა, რომ საკითხით „კულტურული მემკვიდრეობა ვერ დააინტერესა.“
მიტროპოლიტის მიერ სოფელში რამდენიმე შენობა-ნაგებობების ყიდვას გვიდასტურებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორი, ნიკა ანთიძეც. ის TOK TV-სთან საუბარში ამბობს, რომ ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზთან ნინოწმინდის სოფელ „ასფარას“ კულტურულ და ისტორიულ დატვირთავზე საუბარიც ჰქონდა და სოფლის შესწავლასაც აპირებდნენ, თუმცა პანდემიამ ხელი შეუშალა. ნიკოლოზ ანთიძე „შენდობას სთხოვს მეუფეს გაწელილი სამუშაოებისთვის.“
სასულიერო პირის პოზიცია
შესრულების რა ეტაპზეა მიტროპოლიტ ნიკოლოზის გეგმა? დასაზუსტებლად ჩვენ მას დავუკავშირდით. ტელეფონი გამორთული ჰქონდა, თუმცა „Viber“-ში მოგვწერა, რომ თემა „არასწორად, ტენდნციურად იყო გაშუქებული და მასთან საუბარში აღნიშნული სოფლის სახელი არ უნდა გვეხსენებინა.“
“ეს თემა მედიებმა ტენდეციურად ნეგატიურად გააშუქეს, ამიტომ, ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ. თუ შეიძლება ამ სოფლის სახელი ჩემთან საუბარში არ ახსენოთ. თუ სხვა რაიმე კითხვები გაქვთ გისმენთ,” – მოგვწერა მიტროპოლიტმა Viber-ში.
რას გეგმავს კულტ. მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ სოფელში ერთ-ერთ სახლში, არის “დარანი” ე.წ მიწისქვეშა სამალავები, რაც კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლია და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო 2021 წელს “დარანის” შესწვლას და რეაბილიტაციას გეგმავს, თუმცა ზუსტი დრო ჯერ ჯერობით უცნობია.
ფოტო: droa.ge