შრომის ინსპექციამ ღამის კლუბი დააჯარიმა

January 14, 2021

თბილისში, ახმეტელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, შრომის ინსპექციის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციამ ღამის კლუბი დააჯარიმა – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ტერიტორიაზე დახურული გასართობი ღონისძიება იმართებოდა, რომელშიც რამოდენიმე ათეული ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

“ვინაიდან აღნიშნული ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული საქმიანობა წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის #322 დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას, ფიზიკური პირი 2000 ლარით დაჯარიმდა და მოხდა ღამის კლუბის საქმიანობის შეჩერება” – წერს უწყება. 

ღამის კლუბები რეგულაციებით გახსნას დიდი ხანია მოითხოვენ. სფეროში ჩართული ადამიანები საუბრობენ, რომ პანდემიამ მათ დიდი ფინანსური დარტყმა მიაყენა და თანამშრომლებს ვეღარ ინარჩუნებენ.