ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ახალციხეში მცხოვრები მილაზიმ მიაზოვი გვეუბნება, რომ მისი მეზობელი 43 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი და ინსულტი აქვს თბილისში გადაყვანას საჭიროებს, თუმცა სამშაბათამდე საავადმყოფოებში ადგილი არ არის.
ბასატოვა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში უკვე მეოთხე დღეა წევს. როგორც მილაზიმ მიაზოვი გვეუბნება ჰოსპიტალში “თავში გაჟონვას” ვერ მკურნალობენ.
“მეოთხე დღეა ჰოსპიტალშია, ცუდად არის. კლინიკის წარმომადგენელმა მითხრა, რომ უნდა გადაიყვანოთ სხვაგან, რადგან ასეთ პაციენტებს ვერ ვმკურნალობთო. ვარკვევთ ახლა და არსად არ არის ადგილი რომ გადავიყვანოთ, – გვეუბნება მიაზოვი.
ჩვენ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალსაც დავუკავშირდით. კლიკინაში გვიდასტურებენ პაციენტის მდგომარეობას და ამბობენ, რომ აუცილებელია მისი რეფერირება.
“პაციენტი მეოთხე დღეა ჰოსპიტალში. დიაგნოზია სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა. საჭიროებს სპეციალიზირებულ ჰოსპიტალში რეფერირებას, რომელიც ასევე კოვიდ პროფილით მუშაობს, რადგანაც არის კოვიდდადებითი. ოჯახის წევრები საქმის კურსში არიან. უნდა დაიგეგმოს მისი რეფერირება,” – გვითხრეს ჰოსპიტალში.
ჩვენ თემაზე მუშაობს განვაგრძობთ და დამატებითი ინფორმაციის მიღებისას მას მასალაში ავსახავთ.