ვიდეო მოთხოვნებით სოციალური ქსელიდან

November 20, 2020

სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, რომელიც მედიის ცნობით წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი პირის მიმართვას ასახავს. ექვს წუთიან ვიდეოში პირი მოთხოვნებზე საუბრობს.

ის დეპუტატების შეკრებას შემდეგი კანონების მისაღებად ითხოვს:

1. აიკრძალოს აზარტული თამაშები

2. ბანკებმა სესხები შეამცირონ 7%-მდე

3. გაიაფდეს წამლები

4. გადავადდეს გადასახადები კორონავირუსის პანდემიის დასრულებამდე

გავრცელებულ ვიდეოში სავარაუდო თავდამსხმელს პირადი მოთხოვნები არ დაუყენებია, ის პარლამენტში დეპუტატების შეკრებას და სოციალური საკითხები მოწესრიგების მიზნით კანონების მიღებას მოითხოვს.

არის თუ არა ამ ვიდეოში მოსაუბრე პირი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი ადამიანი, შსს ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს და კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ წერეთლის გამზირზე უკვე რამდენიმე საათია პოლიცია. შსს-ს ცნობით ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეირაღებული პირი შეიჭრა და 9 მძევალი აიყვანა. სამართალდამცველებმა ჟურნალისტებს შემთხვევის პირდაპირ ეთერში გაშუქებისგან თავის შეკავება ურჩიეს.