ავტორი: საიდა მამედოვა
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არ–სარვანში აშურას სამგლოვიარო რიტუალი იმართება. თარიღი მოძრავია და წელს იგი 7-8 აგვისტოს აღინიშნება.
ისლამური წყაროების მიხედვით, აშურა წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის, იმამ ჰუსეინისადმი მიძღვნილი გლოვის დღეა, რომელიც VII საუკუნეში, 680 წელს, ქარბალაში (დღეს ერაყი) ბრძოლის დროს 72 მხლებელთან ერთად მოკლეს. შიიტი მუსლიმები ამ დღეს ერთმანეთს უსამძიმრებენ.
ისლამური სამყარო გლოვით ეგებება მუჰერრემის თვის პირველ ათეულს და ამ დროს მუსლიმთა დიდი ნაწილი, სამლოცველოებში იკრიბება და იკითხება სამგლოვიარო შინაარსის ელეგია.