27 წლის გარდაცლილი ქალის საქმის შესწავლა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაიწყო

August 8, 2022

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 27 წლის გარდაცvლილი ქალის საქმის  შესწავლა დაიწყო- ინფორმაციას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვიდასტურებენ.

დაიწყო თუ არა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩვენი რედაქცია უწყებიდან პასუხს ელოდება. 

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოსპიოში მცხოვრები 27 წლის ქალი გუშინ  ახალქალაქის კლინიკა ევექსში გარდაიცვალა. ოჯახის წევრები კლინიკას უყურადღებობაში და უმოქმედობაში ადანაშაულებენ.