Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

ახალციხეში დაზიანებული კორპუსის რეაბილიტაციის პროცესი 20 დღეზე მეტია შეჩერებულია

March 11, 2022

რატომ გაჩერდა ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები? თემას ჩვენ მორიგ ჯერზე მას შემდეგ დავუბრუნდით, რაც კორპუსის ბინადრებმა მოგვმართეს.

ჩვენი რედაქციის მიერ 21 თებერვალს მომზადებულ რეპორტაჟში კომპანიის დირექტორი ამბობდა, რომ შეჩერება დროებითი იყო, რაც მასალების არ ქონის უკავშირდებოდა. მას შემდეგ 18 დღე გავიდა, თუმცა კომპანიაში კვლავაც გვეუბნებიან, რომ ისევ მასალების მოლოდინში არიან.

გაჭიანურებული რეაბილიტაციის შესახებ კითხვა ჩვენ ახალციხის მერს, ირაკლი ლაზარაშვილსაც დავუსვით. მერის თქმით, სურთ კონსტრუქტორები ჩამოიყვანონ, რომლებმაც პროექტზე იმუშავეს კიდევ შეამოწმონ შენობა, რათა რეაბილიტაციის შემდეგ სრულიად უსაფრთხო იყოს მაცხოვრებლებისთვის.