“ალტ-ინფოს” პარტია ადიგენში ოფისის გახსნას გეგმავს

March 11, 2022

ატლ-ინფოს მიერ დაარსებული პარტიის ოფისის გახსნა ადიგენის მუნიციპალიტეტშიც იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩვენ ახალციხის ოფისის წარმომადგენელი გვიდასტურებს, თუმცა სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდის. 

კონსერვატიული მოძრაობის ოფიციალური facebook გვერდის ინფორმაციით,  ამ დროისთვის სამცხე-ჯავახეთის 4 მუნიციპალიტეტში უკვე გახსნილია პარტიის ოფისები შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ახალციხეში, ბორჯომში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში. 

აქვე გეტყვით, რომ «ალტ-ინფო» დაკავშირებულია 5-6 ივლისის ძალადობის ფაქტებთან, მაუწყებლის წამყვანი პირები სიძულვილის ენის გავრცელებით აქტივისტებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ.  და არაერთი ფაქტჩეკერი ორგანიზაციის მიერ მიჩნეულია როგორც რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის გამავრცელებელი ტელევიზია.