ახალციხეში, ყაზბეგის ქუჩაზე დაზიანებული მილხიდის შეკეთებისთვის, რომელსაც ადგილობრივები 10 წელზე მეტია ითხოვენ 400 ათას ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება, რისთვისაც ტენდერი გამოცხადდა.
დაზიანებული საკანალიზაციო მილის და ხიდის პრობლემის შესახებ, ჩვენმა რედაქციამ პირველი სიუჟეტი 2021 წლის 27 აპრილს მოამზადა. მაშინ, სამცხის დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა გვითხრა, რომ ეგონა ეს პრობლემა უკვე მოგვარებული იყო, თუმცა მუნიციპალიტეტის მერიას, დანაპირების შესასრულებლად თითქმის 3 წელი დასჭირდა.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს, 4 თვის ვადაში უნდა შეაკეთოს საკანალიზაციო მილი და საყრდენი კედელი.
წინადადებების მიღება 26-31 იანვარს იწარმოებს. რომლისთვისაც თანხა მუნიციპალური განვითარების პროექტების ფონდიდან გამოიყოფა.