სბერბანკმა დაიწყო მუშაობა ანექსირებულ ყირიმში

January 18, 2023
უმსხვილესმა რუსულმა ბანკმა, სბერბანკმა, გამოაცხადა ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე მუშაობის დაწყება. ამის შესახებ დღეს ორგანიზაციის პრესსამსახურში განაცხადეს.
"სბერბანკმა ჩამოაყალიბა გუნდი და იწყებს მუშაობას ყირიმის ნახევარკუნძულზე. ბანკის პირველი ბანკომატები უკვე დამონტაჟებულია და ერთი წლის განმავლობაში თვითმომსახურების მოწყობილობების ქსელი იმუშავებს მთელ ნახევარკუნძულზე. 2023 წლის განმავლობაში გაიხსნება ბანკის ოფისები, მათგან პირველი უმსხვილეს ქალაქებში წლის პირველ ნახევარში დაიწყებს ფუნქციონირებას. წლის განმავლობაში განლაგდება სბერბანკის ყველა საჭირო სერვისი და მომსახურება",—ციტირებს პრესსამსახური პრორუსულ ინტერფაქსს.