ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, არანაკლებ 2022 წელს გამოშვებული მაღალი გამავლობის(პიკაპი) ავტომანქანის შეძენას გეგმავს, რომლისთვისაც, 260 ათასამდე ლარია გამოყოფილი – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
დოკუმენტის მიხედვით, წინადადებების მიღება 27-30 მაისს იწარმოებს, ხოლო მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში უნდა მოხდეს.
აქვე გეტყვით, რომ ახალციხის მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, მათ ბალანსზე 63 ავტომანქანა იყო, ხოლო დამატებით კიდევ სამის ყიდვას გეგმავდნენ.