“ისინი ჩამოვიდნენ მოსკოვიდან “- საზოგადოების პროტესტი და დაკავებები თბილისის აეროპორტთან

May 19, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

ფოტო: მარიამ ნიკურაძე

მე -7 წელი ოკუპანტების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან და რუსული თვითმფრინავი თბილისში-რა ხდებოდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან

რუსი ოკუპანტების მიერ აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორიას მკვლელლობიდან 7 წელი გავიდა. დღეს , 19 მაისს თბილისის რადარზე რუსული თვითმფრინავი 4 წლიანი პაუზის შემდეფ გამოჩნდა. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვის რეისი დაჯდა. 2019 წლის შემდეგ ეს საქართველოში რუსეთის პირველი პირდაპირი ავიარეისია მოსკოვიდან.

აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე იყვნენ შეკრიბილი პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებდნენ. აქციის პარალელურად მედიაში ვრცელდებოდა ფოტო და ვიდეო მასალა დაკავებულების შესახებ. აეროპორტთან ვითარების გამწვავების ფონზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ გამაფრთხილებელი განცხადების გავრცელებით შემოიფარგლა.

ვინ და რატომ დააკავეს-შეკითხვა უპასუხოდ დატოვა აქციაზე მისულმა საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ. ამ ეტაპზე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ადმინისტრაციული წესით 6 პირია დაკავებული. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით შსს-ს დავუკავშირდით. უწყებამ ჩვენი რედაქციის ზარებს არ უპასუხა.

“არა რუსულ ფრენებს” -ასეთია საქართველოს პრეზიდენტის გამოხმაურება. „ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა თბილისში თავისი არასასურველი რეისი განახორციელა,”-დაწერა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე.

განსსვავებული იყო “ქართული ოცნების” წარმომადგენლების დამოკიდბეულება. “ფრენებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია. რა თქმა უნდა, სანქციებს არ ვაწესებთ,-”აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნება“ გადავიდა საქართველოს პირდაპირი რუსიფიკაციის გზაზე ,”-ასე შეაფასა რუსული ავიარეისის საქართველოში ჩამოფრენა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

“ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წლის თავზე, მისი მკვლელების ჩამოყვანისა და პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად, მოსკოვიდან თბილისში შესრულდა პირდაპირი რეისი, რომელსაც „ოცნება“ სიამაყით ხვდება და ამას საკუთარ წარმატებადაც ასაღებს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ აღნიშნა.

ოკუპანტების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობას სამოქალაქო აქტივისტები საზოგადოებას, დღეს, 8საათზე პარლამენტთან აქციით შეახსნებენ და კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ რუსული თვითმფრინავის თბილისში დაშვებას.