ფქვილი, ზეთი, შაქარი, ბურღულეული, მაკარონი — ამ პროდუქტების დარიგებას ახალციხის მერია დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ და შეჭირვებული ოჯახებისთვის გეგმავს. ამისათვის ტენდერები უკვე გამოცხადებულია, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, მერია 25 კილოგრამიან 238 ტომარა ფქვილს, ამავე რაოდენობის 5 ლიტრიანი ზეთის ყიდვას გეგმავს. აღნიშნული პროდუქციისთვის მერია 22 600-ზე მეტი ლარის გამოყოფას გეგმავს. კომპანიამ ვალდებულები 31 დეკემბრამდე უნდა შეასრულოს.