თბილისში, ადიგენის მკვიდრების გარდაცვალებას შსს განზრახ მკვლელობის მუხლით სწავლობს

December 15, 2021

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ იჯარეთის სამი  მკვიდრი თბილისში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

შემთხვევა გუშინ, 14 დეკემბერს მოხდა, გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი, დედა და მისი მეუღლე. უწყებამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის  11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.