ახალციხის მერია სოციალური პაკეტისთვის 22 600 ლარზე მეტის გამოყოფას გეგმავს

December 15, 2021

ფქვილი, ზეთი, შაქარი, ბურღულეული, მაკარონი — ამ პროდუქტების დარიგებას ახალციხის მერია დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ და შეჭირვებული ოჯახებისთვის გეგმავს. ამისათვის ტენდერები უკვე გამოცხადებულია, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, მერია 25 კილოგრამიან 238  ტომარა ფქვილს, ამავე რაოდენობის 5 ლიტრიანი ზეთის ყიდვას გეგმავს. აღნიშნული პროდუქციისთვის მერია 22 600-ზე მეტი ლარის გამოყოფას გეგმავს. კომპანიამ ვალდებულები 31 დეკემბრამდე უნდა შეასრულოს.