კორონავირუსით გარდაცვლილ ახალციხის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის უფროსს, თამაზ კაჭკაჭიშვილს აღენიშნებოდა თუ არა სხვა სახის ქრონიკული დაავადებები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში არ გვპასუხობენ, თუმცა მისი გარდაცვალების ფაქტს გვიდასტურებენ.
“პაციენტი 3 კვირის განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა. გუშინ გვიან ღამით მისი მდგომარეობა დამძიმდა და სამწუხაროდ, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, გარდაიცვალა,” – გვიპასუხეს უწყებაში.
თამაზ კაჭკაჭიშვილი სასწრაფო დახმარების ცენტრში 2014 წლიდან მუშაობდა.
ამ დროისთვის სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა.
Toktv.ge