ოპოზიციის “ცოცხალი ჯაჭვი” – მაიკ პომპეოს პატივსაცემად და არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად

November 18, 2020

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს.რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა ორმეტრიანი დისტანციით “ცოცხალი ჯაჭვი” გააკეთეს.

ოპოზიციის წარმომადგენლების განმარტებით, აქციას 2 მიზანი აქვს: სახელმწიფო მდივნის ვიზიტისადმი პატივისცემის გამოხატვა და საქართველოში არჩევნების შედეგებისთვის ყურადღების მიპყრობა.

აქციის მონაწილეებს პლაკატები აქვთ საარჩევნო ოქმების გამოსახულებით წარწერით “გაყალბებულია”.

პოსტერებზე არის წარწერები “ოლიგარქმა მოიპარა არჩევნები”, ” ჩვენ არ მოვითმენთ მეტს”, “ძალა ეკუთნის ხალხს” და სხვა.