ახალციხის N2-ე საჯარო სკოლის შენობის რეკონსტრუქციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება იგეგმება, – მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაზრის კვლევა უკვე დაიწყო.
სკოლა 2023 წელს, რეაბილიტაციის მიზნით დაცალეს, მასწავლებლების თქმით პროცესი რამდენიმე თვეში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, არაერთი პროტესტის, არაერთი დაპირების და ტენდერების მიუხედავად ჯერ კიდევ უცნობია თუ რა ბედი ელის სკოლას და როდის აღდგება სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
2025 წლის, ნოემბრის თვეში, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, იგეგმებოდა შენობის გაშიშვლება, რათა საბოლოო ექსპერტიზა ჩატარებოდა. აღნიშნულის შესახებ ისაუბრეს, იმავე წლის ოქტომბერში, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, სადაც მგფ-ს წარმომადგენლები სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეების მშობლებს შეხვდნენ.
შეხვედრიდან გამოსულმა ერთ-ერთმა მშობელმა გვითხრა, რომ ფონდის წარმომადგენლები გეგმავდნენ ექსპერტიზას იმის დასადგენად, ექვემდებარებოდა თუ არა შენობა რეაბილიტაციას თუ მას დაანგრევდნენ და ახალს ააშენებდნენ.
“გაშიშვლდა” სკოლა და ჩაუტარდა ექსპერტიზა თუ რის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება, სკოლას რეკონსტრუქცია ჩაუტარონ? – ჩვენ მუნიციპალური განვითარების ფონდს ვკითხეთ. მათგან პასუხის მიღებას ველოდებით.
რა იქნება გაშიშვლებულ კედლებს მიღმა? – მგფ ახალციხის II სკოლის კიდევ ერთ ექსპერტიზას აპირებს
რა ხდებოდა წლების განმავლობაში საჯარო სკოლის ირგვლივ? – იხილეთ ჩვენს მეირ მომზადებული მასალები:
სამი წელი სკოლის რეაბილიტაციის მოლოდინში და კვლავ გაურკვეველი მომავალი
სჯა ახალციხის N2 სკოლის შესახებ
“თუ არ გაბრძანდებით, დავურეკავ პოლიციას,” – ხათუნა ხმალაძე TOK2Regions-ის ჟურნალისტებს