Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

ახალციხეში, II სკოლის გვერდით ტერიტორიის 1 ლარად, აღნაგობის უფლებით გადაეცემა იგეგემება – მთავრობის დადგენილება

September 24, 2025

ახალციხის II საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია(და არა უშუალოდ სკოლა), ჯამში 17 500-მდე კვ.მ, 1 ლარად 20 ან 40 წლით, აღნაგობის უფლებით გადაეცემა პირს, სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის დადგენილებაშია მითითებული. 

“ქართულმა ოცნებამ” სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ” დებულება მიმდინარე წლის სამ ივნისს მიიღო, რომელშიც ახალციხის N2-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ ტერიტორიებთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით სხვა ტერიტორიებიცაა მითითებული. (იხილეთ ბმული)  

დადგენილების მიხედვით, პირები, რომლებიც საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიას მიიღებენ, 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 1 ლარს გადაიხდის, ხოლო სარგებლობის მეთერთმეტე და შემდგომ წლებში, აღნაგობის უფლების საზღაური განისაზღვრება საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, რომელიც დადგინდება „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ. 

რატომ არის ეს საკითხი საინტერესო? – ის, რომ მეორე სკოლის მიმდებარე ტერიტორიის 1 ლარად გადაცემა იგეგმებოდა, სახელმწიფო აუქციონის გვერდზე ინფორმაცია 2025 წლის 18 ივლისს აიტვირთა. თუმცა,  საჯარო სკოლაში დაბრუნების მოთხოვნით შეკრებილ მშობლებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ.  

რა ხდება: მეორე საჯარო სკოლა 3 წლის წინ, რეაბილიტაციის მიზნით, დაცალეს. მასწავლებლების თქმით, პროცესი რამდენიმე თვე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა 3 წლის შემდეგაც კი არ არის ცნობილი, რა ბედი ეწევა სკოლას: არსებულს გაარემონტებენ თუ მის ნაცვლად ახალს ააშენებენ.

სკოლის რეაბილიტაციის ან/და არსებულში დაბრუნების მოთოვნით მასწავლებლები და მოსწავლეების მშობლები აქციას მართავენ.

ამავე თემაზე:

სჯა ახალციხის N2 სკოლის შესახებ