ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგომ იმშობიარა, დაწყებულია გამოძიება

October 18, 2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგომ იმშობიარა, საქმეზე დაწყებულია გამოძიება – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში გვიდასტურებენ და ამბობენ, რომ გამოძიება სსკ-ს 140-ე მუხლით დაიწყო, რაც 16 წლამდე ასაკის პირთან სექსუალური კავშირის დამყარებას გულისხმობს.

როგორც ბოლნისში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“ ხელმძღვანელი, სამირა ისმაილოვა გვეუბნება, თავდაპირველად არასრულწლოვანი გოგო დანიშნეს, შემდეგ, „სხვა ქალაქში გადასვლის მიზეზით სკოლიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც დედის ჩართულობით 2 თვეში მოატაცებინეს.“

გამოძიებასთან დაკავშირებით შეკითხვებზე პასუხის მისაღებად ჩვენ ბოლნისის პოლიციაში ვიმყოფებოდი, თუმცა მათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან გადაგვამისამართეს.

ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს.