“ბორჯომის” ჩამომსხმელი კომპანია გეგმავს წილების ნაწილი საქართველოს მთავრობას უსასყიდლოდ გადასცეს,- ამის შესახებ განცხადება დღეს IDS ბორჯომი საქართველომ გაავრცელა. კომპანიის განცხადებით, მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ოფიციალური წინადადება წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. მათი მტკიცებით, ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს.
კომპანიის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა შეთავაზებას დათანხმდება, კომპანია IDS ბორჯომი საქართველო შეძლებს ქარხნებში საწარმოო პროცესის აღდგენას და ეკონომიკური საქმიანობის განახლებას.
კომპანიამ ჩამომსხმელი ორი ქარხნის მუშაობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მის მფლობელს, რუს ოლიგარქს სანქციები შეეხო.
როგორ აფასებს კომპანიის გადაწყვეტილებას პროფკავშირი, მოვუსმინოთ გიორგი დიასამიძის კომენტარს, რომელიც დასაქმებულებთან ერთად სამედიაციო პროცრესშია ჩართული.