ბორჯომის მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოების დროს ორი მუშა დაშავდა, – ინფორმაციას ტელეკომპანია ბორჯომი ავრცელებს. მათვე ცნობით მშენებლობა კერძო პირს ეკუთვნოდა, შემთხვევა გუშინ მოხდა.
დაშავებული პირები ბორჯომის კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალს”-ში გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორი, ირაკლი დიასამიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ პირებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ და ამბულატორიული მომსახურების ჩატარების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერეს.
დაიწყო თუ არა გამოძიება საქმესთან დაკავშირებით? შსს-დან ინფორმაციის მიღებას შემდგომ მასალა განახლდება.