ბორჯომის ხანძრის ქრობიაში თურქეთის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები ერთვებიან, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.
“საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დილიდან ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში ჩაერთო თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი. დღესვე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთვება,” – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, ხანძრის ქრობიაში ჩაერთვება რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელი.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომში ხანძარი 6 დღის წინ გაჩნდა.