ბორჯომში ხანძრის ქრობა მეექვსე დღეა უშედეგოდ გრძელდება

August 24, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

Ბორჯომის ტყე უქვე მეექვსე დღეა იწვის, ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. Დაკვამლიანება შეიმჩნევა ახალციხეში და ადიგენში. სოფელ ზანავის მკვიდრის ინფორმაციით ბოლო ორი დღის განმავლობაში ასევე შეინიშნება სპეციფიური სუნი. მოსახლეობა ხანძრის გავრცელების საშიშროებაზე საუბრობს.

Ხანძრიდან მეექვსე დღეს, ქრობის პროცესში ჩაერთო თურქეთის 3  სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი, – ამის შესახებ განცხადება დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდირება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

Რამ გამოიწვია ხანძარი და რამდენ ჰექტარზეა გავრცელებული? – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ამ დრომდე, ამ საკითხზე განცხადება არ გაუვრცელებია. Საზოგადოებასტან ურთიერთობის სამსახურში კი გვეუბნებიან, რომ გავრცელებული განცხადებით უნდა ვიხელმძღვანელოთ და დამატებით ამ ეტაპზე ვერაფერს გვეტყვის.  

Დაიწყო თუ არა გამოძიება ხანძართან დაკავშირებით და რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი? შსს–დან პასუხის მიღებას ველოდებით (მასალაც შესაბამისად განახლდება)  

შეგახსენებთ,  ბორჯომში, ტყის მასივში  ხანძარი 6 დღის წინ გაჩნდა. Მსგავსი მასშტაბის ხანძარი ბორჯომში 2017 წელს იყო, როდესაც, CENN -ს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 752 ჰექტარი დაიწვა.