ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
“გამო-ხატე თანასწორობა” – თანასწორობისა და მრავალფეროვნების სლოგანების კონკურსი სამცხე-ჯავახეთში. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მოიფიქრონ კრეატიული სლოგანი, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში განთავსდება თანასწორობისა და მრავალფეროვნების კედელზე, რომელსაც სლოგანებთან ერთად ადგილობრივი მხატვრები მოხატავენ.
კონკურსის ორგანიზატორი, მარიამ გოგოლაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თანასწორობის და მრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებით ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების მქონე რეგიონებში მნიშვნელოვანია.
კონკურსი ტარდება სამცხე-ჯავახეთში ევროპის საბჭოს თანასწორობის ელჩის ინიციატივის ფარგლებში.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 14-29 წლამდე სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს. სლოგანის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 აპრილი, 21:00 საათი. კონკურსის დეტალებსა და პირობებს გაეცანით ბმულზე: ( დააჭირეთ აქ )