ორი სკოლა და ოთხი კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა #სამცხე-ჯავახეთი

April 16, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ქალაქ ბორჯომის N3 საჯარო სკოლის 4 კლასი დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული, მიზეზი კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან კონტაქტებია, – ინფორმაციას გვიდასტურებენ ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.

ასევე დღეს სამცხე-ჯავახეთში ორი სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა, მიზეზი მასწავლებლის კორონავირუსით ინფიცირებაა, რომელიც ადიგენი, არალის და ახალციხის N1 საჯარო სკოლაში მუშაობს.  ინფორმაციას გვიდასტურებენ სკოლის დირექტორები.

არალის სკოლის დირექტორი, მარო ჩხიტუნიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სწავლა დისტანციურად 12 დღე გაგრძელდება.

იგივე პერიოდში განახლდება ახალციხის სკოლაშიც აუდიტორიული სწავლების რეჟიმი.

რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, აქ დისტანციური სწავლების რეჟიმზე არცერთი სკოლა არ არის გადასული.

ფოტო: mastsavlebeli.ge