”გვჯერა , რომ ევროკავშირის წევრობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი გარანტია,”- სამცხე-ჯავახეთში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციები, ევროკავშირის რეკომენდაციებთან და საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებენ.
განცხადებას ხელს აწერს რეგიონში მომუშავე ორგანიზაციების 18 წევრი .
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებით ევროკავშირის სტატუსი მიენიჭა უკრაინას და მოლდოვას ხოლო საქართველოს- ევროპული პერსპექტივა.