გაზიფიცირების სამუშაოების დასრულების მიუხედავად, მოსახლეობას გაზი დღემდე არ მიეწოდება – წალკა

July 20, 2022

ავტორი: სოფიკო ქარცივაძე, მირანდა ფუტკარაია

გაზიფიცირების სამუშაოების დასრულების მიუხედავად, წალკის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს გაზი დღემდე არ  მიეწოდება. Როგორც გავარკვიეთ ამ დროისათვის წალკის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში საჭირო ინფრასტრუქტურა უკვეა მოაწყობილი, წლის ბოლომდე მათ რიცხვს კიდევ 10 დაემტება.

Თუმცა, როდიდან გაივლის ამ მილებში ბუნებრივი აირი ჯერ კვლავ უცნობია, მანამ კი ადგილობრივები ალტერნატიულ წყაროებს იყენებენ, რაც ხარჯსაც და გარემოსთვის მიყენებულ ზიანსაც ზრდის.