ავტორი: რუსტამ მაილოვი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. Ინიციატივა მუნიციპალიტეტის მერიას ეკუთვნის, რომელიც 2023 წლის ბიუჯეტში სოფლების შიდა გზების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხების გადანაწილებასა და სხვა პროექტების დამატებას გულისხმობს.
საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან “ ანარ მურადოვი ამბობს, რომ ბიუჯეტში ცვლილების შემოთავაზებული ინიციატივა არასათანადოდაა დაგეგმილი და აქვს ხარვეზები. ის მიიჩნევს, რომ გზების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა არათანაბრადაა გადანაწილებული. კერძოდ, ქესალოს, ნაზარლოს და ჯანდარისთვის გზების რეაბილიტაციისთვის 1.5 მილიონამდე ლარია გამოყოფილი და სოფელ მარტყოფზე კი 3 მილიონამდე. მისივე თქმით, ბიუჯეტში შესატანი ცვლილება 2 სტადიონის აშენებასაც გულისხმობს, თუმცა კონკრეტულად სად, კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო.
საკრებულოს წევრებმა “ ქართული ოცნებიდან “ კი ანარ მურადოვი სხდომის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულეს.
Გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სამირ ხიალოვმა გვითხრა, რომ ანარ მურადოვი ბიუჯეტის ცვლილების დეტალებში არ არის გარკვეული და ზოგადად, ყველა საკითხის მიმართ კრიტიკით გამოირჩევა.
სამირ ხიალოვი თვლის, რომ ბიუჯეტში თანხა ლოგიკურადაა გადანაწილებული. სოფ.ქესალოში, ნაზარლოსა და ჯანდარაში რეაბილიტაცია გზების მცირე მონაკვეთს სჭირდება და შესაბამისად სოფლებისთვის გამოყოფილი თანხაც შედარებით ნაკლებია, ვიდრე სოფელ მარტყოფში. 30 მარტს საკრებულოს სხდომათა დარბაზში ასევე განიხილეს Გარდაბნის საკრებულოსა და მერიის პოლიტიკური პირების, საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ საკითხები. მმართველი გუნდის წევრებმა მხარი ყველა მათგანს დაუჭირეს, ოპოზიციამ არა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 36 წევრია. აქედან “ქართული ოცნებიდან” 26 დეპუტატია, “ნაციონალური მოძრაობიდან “ 8 და 2 დამოუკიდებელი წევრი.
გარდაბნის 2023 წლის ბიუჯეტი 39 მილიონამდე ლარია .