სოფლის მეურნეობა ომის დროს

April 1, 2023

ავტორი: მარიამ ყვავაძე

უკრაინა გაზაფხულის სამხედრო ოპერაციების პარალელურად, სოფლის მეურნეობის საგაზაფხულო სამუშაოებს ახორციელებს.

,,უკრაინას შიმშილი არ ემუქრება“ – სოფლის მეურნეობის დინამიკის ანალიზისას, ამბობს ჩვენთან ინტერვიუში აგროსაკითხების ექსპერტი, აგროკომუნიკატორის დირექტორი, პროფესიით ჟურნალისტი ნუგზარი სუარიძე. იგი , მიმდინარე ომის გაშუქებასთან ერთად , სოციალურ-ეკონომიკური თემების ანალიზისა და საქართველოს აუდიტორიისთვის გაზიარების მიზნით, უკრაინაში თავად იმყოფებოდა.

„- უკრაინაში გარკვეულ ტერიტორიებს,სასოფლო სამეურნეო ფართობებს, ომის გამო ვერ იყენებენ, თუმცა ხვნა-თესვა და საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს“ – გვიხსნის ნუგზარ სუარიძე, – ,,რაც შეეხება გასული წლის საკითხებს, პრობლემების მიუხედავად უკრაინას შიმშილი არ ემუქრება. ფერმერები რომლებსაც იქ შევხვდი თვლიან და რეალურიცაა, რომ უკრაინას შიმშლი არ ემუქრება, რადგან ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მდგომარეობით, ყოველთვის შეძლებს თავისი ქვეყნის მოსახლეობის გამოკვებას. საკითხი პირიქითაც იყო, მათ პრობლემები ჰქონდათ ხორბლის გაყიდვაზე არამცთუ ხორბლის ნაკლებობაზე, ასე რომ ამ მხრივ რთულ სიტუაციას ვერ ვხედავ.”

-რამდენად მნიშვნელოვანია ფერმერული წარმოების შენარჩუნება ომის დროს და როგორ ახერხებს ამას უკრაინა?

„ზოგადად აგროსასურსათო უსაფრთხოების მხრივ ცხადია მნიშვნელოვანია, რომ ომის მიუხედავად ქვეყანამ შეინარჩუნოს საკუთარი თავის გამოკვების უნარი და საშუალებები. ამას ახერხებს უკრაინა იმ რეგიონების წყალობით, სადაც ომი არ მიმდინაროებს. ასეთ რეგიონებში აბსოლუტურად ჩვეულებრივ რიტმში გრძელდება სოფლის მეურნეობის მხრივ სამუშაოები. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ქვეყანამ შეინარჩუნოს აგროსასურსათო უსაფრთხოება და გამოკვებოს თავისი მოსახლეობა. მათ საკმაოდ კარგად აქვთ განვითარებული როგორც მარცვლეულის მიმართულებით ფერმერობა ასევე მეფრინველეობა, მსხვილფეხა საქონელი, მეღორეობა და ასე შემდეგ. ასე რომ უკრაინას შიმშლი არ ემუქრება და ომის პერიოდშიც კარგად ახერხებენ შეინარჩუნონ ეს საკითხი.“

ინტერვიუს ბოლოს ნუგზარ სუარიძე უკრაინის ჯარების მიერ რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზეც ამახვილებს ყურადღებას: ,,ტერიტორიები, რომელიც დაიბრუნეს, რუსების მიერ არის დანაღმული და ამის გამო, ჯერ-ჯერობით სოფლის მეურნეობაში ვერ იყენებენ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამასაც მალე შეძლებენ.“

ინტერვიუს ბოლოს ნუგზარ სუარიძე უკრაინის ჯარების მიერ რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზეც ამახვილებს ყურადღებას: ,,ტერიტორიები, რომელიც დაიბრუნეს, რუსების მიერ არის დანაღმული და ამის გამო, ჯერ-ჯერობით

სოფლის მეურნეობაში ვერ იყენებენ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამასაც მალე შეძლებენ.“