ავტორი:მირანდა ფუტკარაია
უკვე ერთი წელია მარნეულში გოგონების გაძლიერების კლუბი არსებობს. კლუბი ქვემო ქართლის რეგიონში, მხოლოდ მარნეულში ფუნქციონირებს. ის პროექტის „კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა – PRAISE Marneuli” ფარგლებში შეიქმნა. მას არასამთავრობო ორგანიზაცია CENN ახორციელებს.
ქვემო ქართლში CENN – ის პროექტების კოორდინატორი მარიკო წიქორიძე ამბობს, რომ კლუბის მიზანია მარნეულში მცხოვრები გოგონებისა და ქალების ცნობიერების ამაღლება კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობის შესახებ.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შეხვედრები წარმატებულ მეწარმეებთან, ფილმის ჩვენება, დისკუსიები, საზაფხულო მწვანე ბანაკები.
გოგონათა გაძლიერების კლუბი კონტიგენტს ანახლებს და გასაწევრიანებლად 16-დან 25 წლამდე ასაკის მოქალაქეებს იწვევს. მსურველები რეგისტრაციისთვის სპეციალურ ბმულს 17 ივლისამდე უნდა ეწვიონ. https://forms.gle/9FvScf7XmdGR5F7P9.