გორელოვკასა და ყაურმაში საბავშვო ატრაქციონების მოწყობა იგეგმება – ნინოწმინდა

June 27, 2023

ნინოწმინდის სოფელ გორელოვკასა და ყაურმაში საბავშვო ატრაქციონების მოწყობა იგეგმება, რომლისთვისაც ნინოწმინდის მერია 26 ათასამდე ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით იგეგმება, საბავშვო ატრაქციონების და მოედნის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც თანხა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამოიყოფა.

14 ათასამდე გორელოვნასთვის და 12 ათასამდე ყაურმასთვის.

წინადადებების მიღება 3-7 ივლისს იწარმოებს. სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ , ხელშეკრულების გაფორმებიდან თვე ნახევარში უნდა შეასრულოს.