დისკრიმინაციის და შევიწროების განცდა ქალებსა და მამაკაცებში – UNICEF-ის მონაცემები

September 24, 2020

MICS გამოკითხვის მიხედვით სამცხე-ჯავახეთში ერთი წლის განმავლობაში სხვადსხვა ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება მამაკაცების 3,0 %-მა და ქალების 1,4 %-მა განიცადა.

რაც შეეხება მთელი საქართველოს მონაცემს, აქ დისკრიმინაციის და შევიწროების მაჩვენებელი გამოკითხულ ქალებში 6,3 %, მამაკაცებში- 4,4 %-ა.

გამოკითხულ ეთნიკურად სომეხ მოსახლეობაში ქვეყნის მასშტაბით ციფრი განსხვავებულია. აქ შევიწროებას და დისკრიმინაციას გამოკითხულ მამაკაცთა 9,7 % განიცდის, ხოლო ქალების მაჩვენებელი 3,7 %-ია.

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა, გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით, საქსტატმა 2018 წლის ბოლოს ჩაატარა, მონაცემები 2019 წელს დამუშავდა.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 14 000-ზე მეტმა შინამეურნეობამ.

Leave a Reply