განათლების მიღების გარეშე დარჩენილი ბავშვები – UNICEF-ის მონაცემები

September 24, 2020

MICS გამოკითხვის მიხედვით სამცხე-ჯავახეთში დაწყებითი განათლების მიღმა დარჩენილ ბავშვთა რაოდენობა 2,0 %-ს შეადგენს. ხოლო სრული საშუალო განათლების გარეშე დარჩენილ ბავშვთა რაოდენობა 5,8 %-ია.

რაც შეეხება საქართველოს მთლიან მაჩვენებელს, აქ დაწყებითი საფეხურის განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვები 0,8 %-ია,ხოლო საშუალო განათლების მიღმა დარჩენილთა რიცხვი 8,9 %-ს შეადგენს.

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა, გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით, საქსტატმა 2018 წლის ბოლოს ჩაატარა, მონაცემები 2019 წელს დამუშავდა.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 14 000-ზე მეტმა შინამეურნეობამ.

Leave a Reply