დღეს, კონკურსის, “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2023”-ის გამარჯვებულები გამოვლინდება.
კონკურსის ერთ-ერთ კატეგორიაში, “ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში” წარდგენილია, TOK TV-ის მასალა, მარიამ ყვავაძის ავტორობით.
“ჟამი ნეშტთა შეგროვებისა, ასე ჰქვია მარიამ ყავავძის მასალას, რომელიც კონკურსის ფინალისტთა სიაში მოხვდა ( ნახეთ მასალა: ჟამი ნეშტთა შეგროვებისა )
წელს, “ევროკავშრის პრიზი ჟურნალისტიკაში”-ის გამარჯვებულები 7 კატეგორიაში გამოვლინდება. ხოლო, ყველაზე ინოვაციური და ორიგინალური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში წელს პრიზი არ გაიცემა, რადგან კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, ამ კატეგორიისთვის დაწესებული კრიტერიუმები ვერ დაკმაყოფილდა.