ჯავახეთის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის რძალი დღეს გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვალება ზუსტ გარემოებებს შსს იძიებს. საქმე აღძრულია 115-ე მუხლით.
გამოძიების დასრულებამდე, საკუთარ ვერსიაზე საუბრობს ენზელ მკოიანი და მომხდარში პოლიტიკური ზეწოლის კვალს ხედავს. უფრო კონკრეტულად კი, მკოიანი ამბობს რომ რძალმა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გაუძლო, რომელიც ბოლო პერიოდში მისი ოჯახის მიმართ ხორციელდებოდა. მაგალითად კი დაასახელა, მისი ძმის კომპანიაში შესული ფინანსური შემოწმება, ჰესისთვის საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება, ზაფხულში მისი ძმის მანქანის აფეთქება და ძმის შვილის დაკავების საქმე. ენზელ მკოიანი ვარაუდობს, რომ სწორედ ეს ჩამონათვალი გახდა რძლის საქციელის შესაძლო წინაპირობა.
ის ჩვენთან საუბარში ასევე ავითარებს აზრს, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა ასევე კავშირშია მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან, ჩართულიყო საარჩევნო პროცესში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით, მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ პარტიის წარსადგენად რეგიონში სხვა კანდიდატი არჩია.
აპირებს თუ არა მკოიანი გამოძიებისთვის მიმართვას ვერ გვპასუხობს. ამბობს რომ დღეს ამ საკითხზე საუბარი უჭირს. ასევე გვითხრა, რომ აქვს კონკრეტულ პირებზე ეჭვი, თუმცა მათ სახელებს და გვარებს ამ ეტაპზე არ გვისახელებს.
ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” ამბობს, რომ განვითარებული მოვლენების გამო გეგმავს დაუკავშირდეს ამერიკის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს.
ამავე თემაზე:
«-20 გრადუსში დატოვეს ხალხი ელ. ენერგიის გარეშე» — ენზელ მკოიანის ძმის კომენტარი ჰესის შეჩერებაზე
ენზელ მკოიანის ძმის კომპანიაში რევიზია მიმდინარეობს — ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
«ჩემი ძმის კომპანიიდან 30 ჩანთა დოკუმენტი წაიღეს, ეს წინასაარჩევნო ზეწოლაა“ — ენზელ მკოიანი
დეპუტატ მკოიანის ინფორმაციით მისი ძმის მანქანა ააფეთქეს
“რუსული აქცენტი ჰქონდათ, დაემუქრნენ” — მკოიანის ადვოკატი დღეს მომხდარ აფეთქებაზე
სიტყვიერი შეურაცხყოფა დეპუტატის სახლში გასროლის მიზეზი — მკოიანის ვერსია
«რომ მცოდნოდა ასეთ ტერორში იქნებოდა ჩემი ოჯახი სულ ვაჩუქებდი ხმებს,» — მკოიანი
Toktv.ge