ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ იჯარეთის სამი მკვიდრი თბილისში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
შემთხვევა გუშინ, 14 დეკემბერს მოხდა, გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი, დედა და მისი მეუღლე. უწყებამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.