თბილისში, ვაკის პარკში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასული 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს მოხდა. მოზარდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ორი მოზარდი, მათგან ერთ-ერთი შოკურ მდგომარეობაში იმყოფება, მეორე -კონტაქტურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე “ჩატარდება ყველა საჭირო ექსპერტიზა, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.”
ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
მომხდარის გამო თბილისში აქცია მიმდინარეობს.