ავტორი: მირანდა ფუტკარაია
ფოტოს ავტორი: გიორგი ნასრაშვილი
სახელმწიფოს ცენტრალური ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებისთვის 2 650 000 ლარის გადაცემა იგეგმება– ამის შესახებ, ქვემო ქართლის რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა მერებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. Ამავე წყაროს მიხედვით, გამოყოფილი თანხით ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
Შეხვედრას ესწრებოდა წალკის მერიც. ჩვენ დავინტერესდით რომელი პროექტების განხორციელებისთვის გამოიყენებს მუნიციპალიტეტი თანხას და რა ვადებში? მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჯერ განსახორციელებელ პროექტებს არჩევენ და Ამ პროცესს მერი მოადგილეებთან ერთად უძღვება.
ჩვენ გვაინტერესებდა, წალკის მერია რა პრინციპით შეარჩევს პროექტებს და თუ იგეგმება ამ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრები. მერიაში გვითხრეს, რომ გადატვირთული გრაფიკის გამო კომენტარს ვერ გააკეთებდნენ.