Წალკა “ზებრა” გადასასვლელების გარეშე – მერიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტით გათვალისწინებული არ არის

July 26, 2022

ავტორი: სოფიკო ქარცივაძე, მირანდა ფუტკარაია

წალკაში ე.წ. ზებრა გადასასვლელები დღემდე არსად არსებობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ უსაფრთხო გადასასვლებები არც სკოლების და ბაღების წინ არის მონიშნული.

მოქალაქეები გვეუბნებიან, რომ ბოლო დროს ტურისტების მატებასთან ერთად იმატა სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობამაც, რაც უსაფრთხოების ნორმების დახვეწას კიდევ უფრო საჭიროს ხდის.

თუ რატომ არ არის ქალაქში ზებრა გადასასვლელები? კითხვით მერიას მივმართეთ. უწყებაში გვეუბნებიან, რომ აღნიშნული საკითხი განიხილეს და ბიუჯეტში არასაკმარისი თანხის გამო  “მიმდინარე წელს თუ ვერა, სამომავლოდ მაინც მოაწყობენ გადასასვლელებს.” 

უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ მერია მხოლოდ შიდა მუნიციპალურ გზებზეა პასუხისმგებელი, ქალაქ წალკის კოსტავას ქუჩა კი საგზაო დეპარტამენტის  დაქვემდებარებაშია. საგზაო დეპარტამენტში გვითხრეს, რომ მათი ინფორმაციით ქვეითთა გადასასვლელი ამ მონაკვეთზე მომდევნო კვირაში დაიხაზება. 

წალკის მუნიციპალიტეტილში ტურისტების მატებაზე სტატისტიკაც მიუთითებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, წალკის მუნიციპალიტეტში 2018 წელს 15 307 შიდა ვიზიტორი ეწვია, ხოლო 2021 წელს მათი რაოდენობა 47, 713 თასამდე გაიზარდა.