სოფელ სამებაში მოსახლეობა უფასო გამოკვლევებით ისარგებლებს

July 26, 2022

ავტორი:სოფიკო ქარცივაძე

დღეს, 11:00 საათიდან, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში წალკის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებს.

თუ რა სახის უფასო გამოკვლევებით ისარგებლებს მოსახლეობა? კითხვაზე რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ირაკლი ჩხიკვიშვილი გვპასუხობს: “სოფელ სამებაში, უფასო გამოკვლევების ფარგლებში, ადგილზე იქნებიან თერაპევტი, პედიატრი, გინეკოლოგი, ქირურგი, ექოსკოპისტი, უროლოგი და ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი.”

როგორც ირაკლი ჩხიკვიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, მსგავსი გამოკვლევები სხვადასხვა სოფელში პერიოდულად ჩატარდება და მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული.