ავტორი: მიშო დარბაიძე – 577 68 18 89
მაშინ, როდესაც ბარში მდელოებს ოქროსფერი შეერევა და ტემპერატურა უფრო და უფრო მაღალ ნიშნულს მიაღწევს, მემთეურები საკუთარ პირუტყვთან ერთად, თანასოფლელების “მოზვრებს , ხბოებს , ბელწ საქონელს” წამორეკავენ და მთაში მიდიან, იქ სადაც ბალახი ჯერ კიდევ ნორჩია, გრილა და საქონლის გამოკვება უფრო მარტივია.
მემთეურების ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და საქართველოს თითქმის ყველა მთიან რეგიონშია გავრცელებული.
წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ კავთის მიმდებარე ტერიტორია წლის განმავლობაში თითქმის ხუთი თვე მემთეურების კარვებით და მათი საქონლით იფარება.
როგორია იყო მემთეური
მემთეურების კარვებთან მისასვლელად, წალკის ცენტრიდან დაახლოებით 4 საათი დაგვჭირდა. საავტომობილო გზა არ არის. მთის ფერდობზე სიცხით დაღლილებს სიგრილე დაგვხვდა. მემთეურების კარვები შორიდანვე შევნიშნეთ, მიუხედავად ნისლისა.
მთაში მიდიან ოჯახებით, მცირეწლოვნებთან ერთად.
ტრადიციის მიხედვით, ძროხებს ქალი წველის. სხვა საოჯახო საქმესთან ერთად, რძის ნაწარმსაც ქალი ამზდებს: ყველი, კაიმაღი (არაჟანი), კარაქი, ერბო
მემთეურები გვიყვებიან, რომ ფეხით, პირუტყვთან ერთად, ამ მთაზე ამოსასვლელად 10-15 დღე სჭირდებათ. გზადაგზა ისვენებენ, ღამეს უსაფრთხო ადგილზე გაშლილ კარავში ათევენ.
მთაში პირობები რთულია, წყალი ახლოს არ აქვთ, არც სტაბილური დენის წყაროა. ელექტრო ენერგიას პერიოდულად საწვავზე მომუშავე გენერატორით იღებენ.
“ცხვარი და მატყლი არ იყიდება. ამდენი ცხვრის მატყლი ასე ყრია, არაფრის საშუალება არ გვაქვს.”
ზანადირ მამედოვი ოჯახთან ერთად წალკის მთაში 20 მაისს ამოვიდა. აქ, შემოდგომამდე დარჩებიან. გვეუბნება, რომ თუ კარგი ამინდები შენარჩუნდება და არ მოთოვს, შესაძლოა ნოემბრამდეც დაჰყონ.
“20 მაისს მოვედით ოჯახთან ერთად: რძალი, შვილისშვილები და შვილთაშვილებიც კი აქ არიან. აქ დასასვენებლად ხომ არ მოვსულვართ თავის გადასარჩენად ვართ.”
კარავში მცხოვრებთა შორისა 1 წლის ბავშვიც.
მემთეურები გვეუბნებიან, რომ მთაში წამოსასვლელად ხარჯი დიდია, უწევთ ადგილის დაქირავება, თვეობით წყდებიან სახლს. ამასთან, მთაში საქონელს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, დანაკლისით ვერ დაბრუნდებიან.
მთაში მომზადებულ რძის პროდუქტების ნაწილს ადგილზე ჰყიდიან, ნაწილს – ბარში დაბრუნებისას. ნაწარმი ოჯახშიც რჩება, ზამთრისთვის.
“ცხვარს ვეღარ ვყიდით, ხელისუფლებაც არ გვეხმარება. რა ვქნათ? გამოსავალი არ გვაქვს. ვიფიქრეთ, წალკაში გავიტანდით თავს მაგრამ აქაც ძალიან გვიჭირს. საძოვარს ვქირაობთ და ცხვარს ვერ ვყიდით, მყიდველები არ მოდიან. აქ მოსასვლელად 15 დღე დაგვჭირდა,” – გვეუბნებიან მემთეურები.
სოფელ კავთის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, მემთეურების კარვებს შეხვდებით, დაბა მანგლისის იედიქილისას და წალკის სხვა სოფლების მიმდებარედ.