ახალციხის სოფელ მინაძეში ხიდის და კლდეში სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება – ტენდერი

August 19, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძეში ხიდის და სოფელ კლდეში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება. სამუშაოებისთვის 100 ათას ლარამდე თანხაა გამოყოფილი, ტენდერიც აღნიშნულ თანხაზეა გამოცხადებული.

Სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, სოფელ მინაძეში ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაზიანებული ხის მოაჯირის, კოჭების დემონტაჟს და ახლით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ხოლო სოფელ კლდეში 216 მეტრიანი გზის რეაბილიტაცია იგეგმება.

Წინადადებების მიღება 26-დან 29 აგვისტოს ჩათვლით იწარმოებს.

აქვე გეტყვით, რომ სოფელ მინაძეს პრობლემებზე, მათ შორის დაზიანებულ ხიდზე ჩვენი რედაქცია გასულ წელს წერდა, ნახეთ მომზადებული მასალა: მინაძე — პატარა სოფელი ბევრი პრობლემით