ავტორი:მირანდა ფუტკარია, ბაგრატ კარაპეტოვი
ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტი
წალკაში ოფიციალურად სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე 4 262 ადამიანი ცხოვრობს. მათგან ნაწილს გასული წლის ზამთარში დიდთოვლობისას სახურავი დაუზიანდა. თვეების შემდეგ, მერიის ცნობით, 19 ოჯახს სახურავის შესაკეთებლად თუნუქის მასალა გადასცეს. Ერთ–ერთ ოჯახში გვეუბნებიან, რომ დახმარებისთვის გამგეობას თებერვალში მიმართეს და გადასახური მასალა სექტემბერში მიიღეს. რაც შეეხება საკუთრივ გადახურვას, ეს უკვე თავად უნდა უზრუნველყონ.
როდის მიიღო განცხადება მერიამ და რა დრო დასჭირდა დახმარების აღმოჩენისთვის? კითხვებზე პასუხის მისაღებად, მერის პირველმა მოადგილემ ანზორ ხინიკაძემ, ინფორმაციის საჯარო წესით გამოთხოვა გვირჩია. ჩვენმა რედაქციამ საჯარო ინფორმაცია უკვე გამოითხოვა.
გამომდინარე იქედან, რომ ზამთარი წელსაც მოსალოდნელია, ჩვენ დავინტერესდით აქვს თუ არა წალკის მერიას ავარიული სახურავების შეკეთების სპეციალური პროგრამა და როგორია ბიუჯეტი.
მერიაში გვითხრეს, რომ საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის მიმართულებით კონკრეტული პროგრამა არ მოქმედებს, თუმცა თუ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მოითხოვენ მათ დაეხმარებიან.
წალკის მერიის ინფორმაციით, წალკაში მცხოვრები 19 სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის სახლის გადასახური მასალისთვის თანხა საქართველოს მთავრობამ 2022 წლის N131 განკარგულებით გამოყო, თანხის რაოდენობა არა უმეტეს 150 000 ლარია.