დღეს, ისრაელმა ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც ღაზა სექტორს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია, საწვავი და სურსათი, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
გალანტის თქმით, ციტატა: “ებრძვიან ბარბაროსებს, ამიტომ პასუხიც შესაბამისი იქნება”. მისივე თქმით, ისრაელი აკონტროლებს ღაზის სექტორის საჰაერო სივრცეს და სანაპიროს და ისრაელის სასაზღვრო პუნქტების მხრიდან საქონლის შეტანას.
საბრძოლო მოქმედებები ისრაელში, 7 ოქტომბერს დაიწყო. აქ პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ხმელეთიდან შეიჭრა ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
გაეროს მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 123 ათასზე მეტმა ადამიანმა.
პალესტინის ადმინისტრაციის მიერ დღეს, 9 ოქტომბერს, დილით განახლებული მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან დაიღუპა 436 ადამიანი, მათ შორის 80-ზე მეტი ბავშვი. დაჭრილია – 2 271.
როგორ შეიძლება აისახოს ისრაელის ომი უკრაინაზე, – გვესაუბრება პოლიტოლოგი, ზურაბ ბატიაშვილი.